გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის მიზანია ქართული პროფესიული განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო განათლების გაძლიერება, რისთვისაც კვლევა აფასებს მეწარმეობის სწავლების საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას და აანალიზებს ქართულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო განათლების არსებულ ვითარებას. აღნიშნულ ანალიზზე დაყრდნობით, პროექტი წარმოადგენს გზებს, რომლების მეშვეობითაც ქართული პროფესიული განათლების დაწესებულებები შეძლებენ, გააუმჯობესონ სამეწარმეო განათლება, აღმოაჩინონ ნიჭიერი და დაინტერესებული მომავალი მეწარმეები და შექმნან გარემო, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეამოწმონ საკუთარი უნარ-ჩვევები და ცოდნა.