შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საინვესტიციო გარემოს შეფასების ფინანსური სიჯანსაღის ინდიკატორები – I ფაზა
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 05.11.2012 დასრულების თარიღი: 27.09.2013

პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების საფუძველზე ფინანსური სიჯანსაღის ინდიკატორების კრებულის შედგენას და მათ გამოყენებას საქართველოს ბიზნეს-გარემოსა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის გასაანალიზებლად. კვლევის უმთავრესი მიზანია ფინანსური სექტორის სტაბილურობის/მოწყვლადობის შეფასება დროთა განმავლობაში და მათი შედარება შესადარის ქვეყნებთან საქართველოსა და რეგიონის ზოგადი საინვესტიციო გარემოს კონტექსტში. ანალიზი გულისხმობს ფინანსური სიჯანსაღის ინდიკატორების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის, მონაცემებში არსებული ხარვეზების შეფასებასა და გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციების წარდგენას.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საინვესტიციო გარემოს შეფასების ფინანსური სიჯანსაღის ინდიკატორების კვლევა ჩაატარა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით.

შეავსე ფორმა