ზრდის დიაგნოსტიკის პროექტი იყენებს კარგად ცნობილ მეთოდოლოგიურ ჩარჩოს, რათა გამოავლინოს ის შეზღუდვები, რომლებიც აფერხებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. აღნიშნული კვლევითი პროექტის მიზანი იყო საქართველოში ეკონომიკური რეფორმების ყველა პოტენციური სფეროს გაანალიზება, საკრედიტო ბაზრებიდან დაწყებული ინფრასტრუქტურაში ადამიანური კაპიტალით დამთავრებული, რის საფუძველზეც უნდა მომზადდეს რეფორმების პრიორიტეტების ყოვლისმომცველი შეფასება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ ჩატარებული წინა შეზღუდვების ანალიზიდან მიღებული ძირითადი დასკვნების თანახმად, საქართველოს ზრდა დამოკიდებულია ადამიანურ კაპიტალსა (კერძოდ, ტექნიკურ განათლებაში) და ინფრასტრუქტურაში მუდმივი ინვესტიციების ჩადებაზე.
ჩვენი ანალიზი და კვლევითი რეკომენდაციები მკვეთრად განსხვავდება, რამაც განაპირობა საქართველოს ფინანსთან სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებთან გამართული მთელი რიგი საინტერესო შეხვედრები.
ჩვენ ვამტკიცებდით, რომ საქართველოს ზრდას ძირითადად აფერხებს პოლიტიკური არასტაბილურობის აღქმა,რაც ზრდის კაპიტალის ხარჯებს და აფერხებს ინვესტიციებს მსგავსი ტიპის დაბალი რისკებისა და დაბალი შემოსავლების პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტიულობის ზრდისთვის გრძელვადიან პერიოდში.