შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საინვესტიციო გარემოს შეფასების ფინანსური სიჯანსაღის ინდიკატორები – II ფაზა
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 01.10.2013 დასრულების თარიღი: 30.05.2014

პროექტის მიზანია ქართული ფინანსური სისტემის ზოგადი შეფასება, სად დგას იგი მსოფლიოს და ევროპის/ცენტრალური აზიის განვითარებადი ჯგუფის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ფინანსური სიჯანსაღის ინდიკატორების პირველ პროექტთან დაკავშირებით, ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის პირველი რაუნდის შემდეგ, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მიიღო მეორე კონტრაქტი საქსტატსა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთობლივი კვლევის ჩასატარებლად. ფინანსური სიჯანსაღის ინდიკატორების პირველი პროექტისგან განსხვავებით, ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება უძრავი ქონების ფასების ინდექსი და კიდეფ უფრო სიღრმისეულად გაანალიზდება ქართულ საბანკო სექტორში გავრცელებული მაღალ საპროცენტო განაკვეთები.

კერძოდ, შესწავლილი იქნება საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობის საკითხები, ქართული ბანკების საოპერაციო ხარჯები და მოგების მარჟა, საკანონმდებლო გარემო, დოლარიზაცია და ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ხარჯები, მაკროეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებულ რისკები, აქტივების ხარისხი, სექტორული მრავალფეროვნება, ბანკების მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა და სხვ.

შეავსე ფორმა