შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

ტრენინგი მაკროეკონომიკურ პროგნოზირებასა და ეკონომიკურ მონიტორინგში პოლიტიკის მიზნებისათვის
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 04.11.2019 დასრულების თარიღი: 18.11.2019

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ტაჯიკეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს (MoEDT) წარმომადგენლებს ჩაუტარა ტრენინგი მაკროეკონომიკურ პროგნოზირებასა და დამოუკიდებელი პოლიტიკის კვლევის ინსტრუმენტებზე.

28–30 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ტაჯიკეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტრის მაკროეკონომიკური ანალიზისა და ბაზრის რეფორმის დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა მომხსენებლებმა არაერთი სემინარუ ჩაუტარეს მაკროეკონომიკურ პროგნოზირებასა და ეკონომიკური მონიტორინგის საკითხებში. მოეწყო სასწავლო ტურები რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინსტიტუტში: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს  ეროვნული ბანკი; იუსტიციის სახლი; გასვლითი შეხვედრების დროს დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებს.

სემინარის/სასწავლო ტურის მიზანი იყო MoEDT-ის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში; ქართველი კოლეგების გამოცდილების გაზიარება დამოუკიდებელ კვლევით ორგანიზაციებსა და სამინისტროებში მიმდინარე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის, პროგნოზირებისა და მონიტორინგის შესახებ; ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებისა და ეკონომიკურ პოლიტიკაში არსებული პრაქტიკის გაცნობა.

შეავსე ფორმა