შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

გლობალურ და რეგიონულ ღირებულებათა ჯაჭვებში CAREC-ის ქვეყნების მონაწილეობის შეფასება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 15.11.2019 დასრულების თარიღი: 16.12.2019

ეს არის პირველი ნაშრომი, რომელიც ქმნის გლობალურ და რეგიონულ ღირებულებათა ჯაჭვებში საქართველოსა და CAREC-ის რეგიონის სხვა ქვეყნების მონაწილეობის სრულყოფილ რუკას Eora-ს მულტირეგიონული დანახარჯებისა და გამოშვების (MRIO) მოდელის გამოყენებით. ნაშრომი CAREC Think Tank Network-ის კვლევითი გრანტის ფარგლებში დაიწერა.

კონკრეტული ქვეყნების ან/და ქვეყნების ჯგუფების გლობალურ (GVC) და რეგიონულ (RVC) ღირებულებათა ჯაჭვებში მონაწილეობის გაზომვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გლობალური და რეგიონული ვაჭრობის სტრუქტურისა და მამოძრავებელი ძალების გასაგებად. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კვლევა აფასებს OECD-ის წევრი თუ არაწევრი ქვეყნების GVC-სა და RVC-ში მონაწილეობის ინდექსებს, CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) ქვეყნები აქამდე არასდროს შესწავლილა როგორც ცალკე ჯგუფი. ეს ნაშრომი პირველია, რომელიც CAREC რეგიონის GVC- სა და RVC-ის ამომწურავ რუკას გვთავაზობს Eora-ს მულტირეგიონული დანახარჯებისა და გამოშვების  (MRIO) მოდელის გამოყენებით. ეს კვლევა კიდევ ერთი დამატებითი წყაროა RVC-ზე არსებულ ემპირიულ ლიტერატურაში და აფასებს ამ ჯგუფის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირებს და ემპირიულად განსაზღვრავს პოლიტიკის ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება ასოცირდებოდეს RVC-ში ქვეყნის მონაწილეობასთან. გარდა ამისა, ამ ნაშრომში მოცემულია კონკრეტული სექტორების ბიზნეს-ქეისები (case study), რაც ემპირიული დასკვნების ახსნასა და შევსებას ისახავს მიზნად; მსგავსი ნაშრომი და ქეისები განსაკუთრებით სასარგებლოა CAREC-ის ქვეყნებში მტკიცებულებებზე დაფუძნებული სავაჭრო პოლიტიკის განხორციელებისთვის.

დონორები

შეავსე ფორმა