შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოში დედობის, მამობის და მშობლის შვებულების ახალი პოლიტიკის შესამუშავებლად ეკონომიკური ანალიზის ჩატარებაში ტექნიკური დახმარება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 01.10.2018 დასრულების თარიღი: 31.12.2018

კვლევა აანალიზებს საქართველოში დედობის, მამობის და მშობლის შვებულების ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებულ  მონეტარიზებულ ეკონომიკურ დანახარჯებსა და სარგებელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გავრცელებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

კვლევის მიზანია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა მონეტარიზებული ეკონომიკური ხარჯებისა და სარგებლის ანალიზში, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში დედობის, მამობის და მშობლის შვებულების ახალ პოლიტიკასთან. კვლევა ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პრაქტიკებს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებული ეკონომიკური ხარჯების შეფასებით (საბაზისო სცენარი) და რამდენიმე ალტერნატიული სცენარის ანალიზით, რომელიც დაკავშირებულია დედობის / მამობის / მშობლის შვებულების შესახებ შემოთავაზებულ კანონმდებლობასთან. კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ კვლევას, რომელიც განიხილავს სრულად ანაზღაურებულ დედობის/ მშობლის შვებულებას ევროპის ათი წევრი ქვეყნის კონტექსტში.

შეავსე ფორმა