შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის რეგულირების ზეგავლენის საპილოტე შეფასება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 04.04.2014 დასრულების თარიღი: 27.06.2014

პროექტის მიზანია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის პროექტის საპილოტე RIA-ის ჩატარება, რაც მარეგულირებელ უწყებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (და ორი ქართული ორგანიზაციის) გუნდისთვის რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებისთვის საჭირო კომპეტენციის გაძლიერების ტრენინგის ჩატარებასაც გულისხმობს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (MoESD) წარდგენილი კოდექსის 1 კომპონენტისმშენებელთა კვალიფიკაციის შემოწმების პროცედურისშეფასებაზე შეთანხმდნენ. RIA-ის ფარგლებში გაანალიზდა, შემოწმების რომელი ვარიანტი გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას და, თუ ასეა, რომელი ალტერნატივა არის ყველაზე მეტი სარგებლის მომტანი.

შეავსე ფორმა