პროექტის მიზანია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის პროექტის საპილოტე RIA-ის ჩატარება, რაც მარეგულირებელ უწყებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (და ორი ქართული ორგანიზაციის) გუნდისთვის რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებისთვის საჭირო კომპეტენციის გაძლიერების ტრენინგის ჩატარებასაც გულისხმობს.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (MoESD) წარდგენილი კოდექსის 1 კომპონენტის – მშენებელთა კვალიფიკაციის შემოწმების პროცედურის – შეფასებაზე შეთანხმდნენ. RIA-ის ფარგლებში გაანალიზდა, შემოწმების რომელი ვარიანტი გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას და, თუ ასეა, რომელი ალტერნატივა არის ყველაზე მეტი სარგებლის მომტანი.