შემოთავაზებული პროექტის მიზანი საქართველოში სამეწარმეო განათლებისა და TVET-ის ოფიციალურ სისტემაში გადამზადების პროგრამის გაძლიერებაა.
პროექტი იმ თვალსაჩინოდ აღრიცხულ ხარვეზებს პასუხობს (იხ. ISET-ის 2016 წ. ანგარიში), რომლებიც TVET დაწესებულებებში სამეწარმეო გადამზადების მომსახურების მიწოდების თვალსაზრისით აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ სამეწარმეო მოდული 2015 წლიდან სავალდებულო გახდა, მისი სწავლება ზედაპირულ ხასიათს ატარებს. EQE-ს მიერ დამტკიცებული სამეწარმეო საქმის ძირითადი სახელმძღვანელო ქართულ რეალობაზე მორგებული მაგალითების სიუხვით არ გამოირჩევა. მეწარმეობის მასწავლებელთა უმეტეს ნაწილს წარმოებასთან/ინდუსტრიასთან და ბიზნესთან ასოცირებული საქმიანობის გამოცდილება არ გააჩნია და ქეისებზე დაყრდნობით სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს არ გაცნობილან. სამაგალითო მეწარმეების წარმოჩენის თვალსაზრისთ, TVET-ის დაწესებულებები საკუთარი სტუდენტებისათვის იშვიათად თუ იყენებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდა მეწარმეებს. შედეგად კი, MoES-ის სტატისტიკური ბიულეტინის (2013-2015) მიხედვით, TVET-ის 2014 წლის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 5%-მა მოახერხა თვით-დასაქმება.
პროექტი 4 კომპონენტისგან შედგება:
- გაუმჯობესებული კურსის მასალის შექმნა და საპილოტე გაშვება: ქართული სტარტაპ კომპანიებისა და ახალგაზრდა მეწარმეთა შესახებ ორიგინალური ‘ქეისების’ კვლევის განხორციელება და ჩაბარება;
- VET-ის მასწავლებლების შესაძლებლობათა განმტკიცება: სამეწარმეო მოდულის მასწავლებელთა გადამზადება ბიზნესის განვითარების ‘ქეისებისა’ და ზოგადი სწავლების თვალსაზრისით (სწავლა პრაქტიკით);
- VET-ის პროვაიდერებსა და ბიზნესებს შორის კავშირის განმტკიცება: ახალგაზრდა მეწარმეთა და ბიზნესმენთა სამაგალითო ფიგურებად და მრჩევლებად წარმოჩენა ადგილობრივ თემებში;
- სამეწარმეო გადამზადების საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება და ‘მეინსტრიმად’ გადაქცევა: მასწავლებლების TVET-ის პროვაიდერების უფრო ფართო წარმომადგენლობიდან შერჩევა და მათი გადამზადება, რათა მათთვის შესაძლებელი გახდეს ‘ქეისის’ კვლევის მასალის ინტეგრირება, კომპანიის ვიზიტების ორგანიზება და მოწვეული ლექტორების სახით გამოსვლა. ასევე, პროექტის შედეგებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა უფრო ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაცია.
ზოგადი ინფორმაცია დონორის შესახებ:
- ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს (MCA) ინდუსტრიაზე/წარმოებაზე ორიენტირებული უნარებისა და მუშახელის განვითარების $16-მილიონიანი პროექტი საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) შორის არსებული $140-მილიონიანი კომპაქტის ფარგლებში ფინანსდება;
- პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანადგომით ხორციელდება;
- პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების, ტექნიკური და პროფესიული შესაძლებლობების, ასევე, გადამზადების პროვაიდერების უნარების განვითარებას.