შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

სოციალური გარიყულობის შემაჯამებელი მიმოხილვა და პორტფელის ანალიზი
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 01.11.2019 დასრულების თარიღი: 27.12.2019

პროექტის მიზანი დაუცველი სოციალური ჯგუფების ჩართულობის უზრუნველსაყოფად საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ახალი თანამშრომლობის პროგრამის შემუშავებისათვის გამოსადეგი ფუნდამენტის ჩამოყალიბებაა. კვლევა ნებისმიერი საჭირო პროგრამული კორექტირებისა და სამიზნე აუდიტორიის თვალსაზრისით გადაწყვეტილებების მიღების პროცესს შეუწყობს ხელს, რათა თანამშრომლობის პროგრამამ სამომავლოდ უკეთესი შედეგები გამოიღოს.

შვეიცარიის რეგიონული თანამშრომლობის სამხრეთ კავკასიის ამჟამინდელი სტრატეგია (2017-2020 წწ)  პროექტის საქმიანობის ფარგლებში გენდერისა და ანტი-დისკრიმინაციის საკითხებს პასუხობს და  ყურადღებას ზოგიერთი ჯგუფისთვის სიღარიბის დაძლევასა და სოციალური გარიყვის პრობლემებზე ამახვილებს. აღნიშნული ჯგუფები მოიცავს როგორც ქალებს, ისე ეთნიკურ უმცირესობებს, ღარიბ ფერმერებსა და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას. 2020 წელს, SCO სამხრეთი კავკასიის რეგიონისათვის ახალი რეგიონალური თანამშრომლობის პროგრამის შემუშავებას გეგმავს, რომელიც 2021-2024 წლებზე იქნება გაწერილი. SCO თბილისი ზემოხსენებულ ფაქტს შემაჯამებელი მიმოხილვისა და პორტფელის ანალიზის ჩატარების საშუალებად აღიქვამს, რათა დაუცველი სოციალური ჯგუფების ჩართულობის უზრუნველყოფის სტრატეგია საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდეს.

პროექტის მიზნები შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამ სახელმწიფოში სიღარიბის/სოციალური გარიყულობის კანონზომიერებათა გეოგრაფიული გავრცელების, სოციო-ეკონომიკური ფონისა და სხვა ჯგუფური სპეციფიკის ჭრილში იდენტიფიცირება და ანგარიშების მომზადება;
  • სიღარიბის შენარჩუნებასა და ჯგუფების გარიყვაზე პასუხისმგებელი არსებული მექანიზმების იდენტიფიცირება და იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელი ჯგუფები ზარალდებიან, როგორც სიღარიბის, ასევე გარიყულობის შედეგად; 
  • სოციალური გარიყვის განხილვისას შეფასების შედარებით ზოგადი, გასათვალისწინებელი გამოწვევების/სარგებლისა და ზარალის თანაფარდობის თვალსაზრისით წარმოება; 
  • SCO-სა და სხვა დონორი ორგანიზაციების პორტფელის შეფასება და გარიყულობაზე რეაგირებისა და მისი შემცირების ალტერნატიული სტრატეგიების შემოთავაზება.
შეავსე ფორმა