შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

ფოკუს ჯგუფები საპენსიო რეფორმაზე
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 14.11.2016 დასრულების თარიღი: 15.12.2016

პროექტის ფარგლებში თბილისსა და სხვა რეგიონებში ჩატარდება საპენსიო რეფორმის კომუნიკაციების სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო ფოკუს-ჯგუფების ინტერვიუები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, რას ფიქრობენ და როგორ ესმით ადამიანებს საპენსიო რეფორმა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ჩაატარა ფოკუს ჯგუფების ინტერვიუები სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და შემოსავლის დონის ადამიანებთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში დაგეგმილი საპენსიო რეფორმის კომუნიკაციების სტრატეგიის შემუშავებას. პროექტის მიზანია, გავიგოთ, რას ფიქრობს ხალხი ახალ საპენსიო რეფორმასა და მის სხვადასხვა კომპონენტზე. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდთან ერთად პროექტზე მუშაობდა პოლონელი ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, რაფალ შიმჩაკი.

შეავსე ფორმა