კვლევის მიზანი საქართველოში არაფორმალური დასაქმების პარადოქსის ახსნაა. პროექტი შრომის ბაზრის კვლევით ინსტიტუტთან (IZA) პარტნიორობით ხორციელდება და საქართველოში ფორმალურ და არაფორმალურ შრომის ბაზრებს შორის კავშირების კვლევას ისახავს მიზნად. ეს კი საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ, რა გავლენა ექნება შრომის კანონმდებლობაში შეტანილი იმ ცვლილებებს, რომლებიც საქართველოს სამართლებრივი და მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ეგიდით განხორციელდა.
2013 წლამდე საქართველოს ძალიან ლიბერალური შრომის კოდექსი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორმალური (ოფიციალური) დასაქმება ძალიან ცოტა დამატებით უსაფრთხოებასა და შეღავათებს სთავაზობდა დასაქმებულებს. კვლევამ შეისწავლა, რა ცვლილებები მოხდა ფორმალურ/არაფორმალურ ხელფასებებს შორის სხვაობებში და სამუშაო ბაზრის სეგმენტებს შორის მობილობაში. პროექტმა შეაგროვა მონაცემები საქართველოში არაფორმალური დასაქმების შესახებ და გააანალიზა, თუ როგორ აისახება სოციალური დაცვის სისტემის ინდივიდუალური აღქმა და რისკზე დამოკიდებულება დასაქმებულების მიერ დასაქმების ტიპის შერჩევაზე და არაფორმალური დასაქმების შემთხვევებზე. პროექტმა ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები შრომის ბაზრის რეგულაციებსა და იურიდიული და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რათა შემცირდეს არაფორმალური დასაქმების მასშტაბი საქართველოს შრომის ბაზარზე.