პროექტები


პროექტის მიზნია საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერება RIA-ის მეთოდოლოგიის გაგებისა და გამოყენებისათვის.
საქართველო RIA-ის, როგორც პოლიტიკის შემუშავების განუყოფელი ნაწილის, აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე ინსტიტუციონალიზაციის პროცესშია. RIA პოლიტიკის შემუშავების ეფექტური ინსტრუმენტია და არაერთ ქვეყანაში არის პოლიტიკურ და საკანონმდებლო პროცესებში ინტეგრირებული (და ასეთი ქვეყნების რიცხვი სულ იზრდება). RIA-ის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი სავალდებულო ნაწილიცაა.
ამ პროექტის ფარგლებში, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი:
ჩატარებული აქტივობები:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის (MRDI), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებს ჩაუტარა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ტრენინგი.
2018 წლის 7-8 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენლებს ჩაუტარა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ტრენინგი. ტრენინგის დასრულების შემდეგ, RIA-ის სამუშაო ჯგუფმა (რომელშიც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტებისა და პარლამენტის კვლევითი განყოფილებისა და საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები შედიოდნენ) დაიწყო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ საპილოტე RIA-ის განხორციელება. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი აქტიურად იყო ჩართული RIA-ის განხორციელების პროცესში. RIA-ის ექსპერტები და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები ეხმარებოდნენ RIA-ის სამუშაო ჯგუფს სამაგიდო კვლევისას ლიტერატურის მიმოხილვაზე მუშაობისას თუ პროექტის სხვადასხვა საფეხურზე მეთოდოლოგიურ მხარდაჭერაზე.
ISET-ის კვლევითი გუნდი ამჟამად საქართველოს განსახლების პოლიტიკის სტრატეგიის რეგულირების ზეგავლენის შემუშავებაზე მუშაობს. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი აქტიურად არის ჩართული RIA-ის განხორციელების პროცესის თითოეულ ეტაპზე (მათ შორის, ლიტერატურის მიმოხილვასა და მონაცემთა ანალიზში), რომელზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან შემდგარი RIA-ის სამუშაო ჯგუფი მუშაობს.