შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

მიგრაციის პროექტი
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 01.04.2008 დასრულების თარიღი: 01.02.2010

მიგრაციამ, როგორც იძულებითმა, ისე ნებაყოფლობითმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე ბოლო ათწლეულებში. კვლევა პასუხობს მზარდ ინტერესს, თუ რა გავლენას ახდენს მიგრაცია ქვეყანაზე. თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) გლობალური განვითარების ქსელის გრანტის ფარგლებში ჩაატარეს მიგრაციის კვლევა.

ISET და CRRC, როგორც საქართველოს წარმომადგენლები, გახდნენ ერთ-ერთი 6 გამარჯვებული გუნდიდან უაღრესად კონკურენტულ 250 აპლიკაციას შორის მთელი მსოფლიოდან. მიგრაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოში. 2003 წელს საქართველო გარე მიგრაციის მაჩვენებლით მე-9 ადგილზე იყო. მიგრაციის შედეგად, ქვეყანამ 1989 წლის მოსახლეობის სულ მცირე 20% დაკარგა. საქართველოს შემთხვევა რამდენიმე საინტერესო მახასიათებლით გამოირჩევა, მათ შორის აღსანიშნავია დიასპორა, რომელიც ინვესტიციებისა და ვაჭრობის მეშვეობით აქტიურად არის ჩართული ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. ISET-CRRC-ის კვლევითმა გუნდმა, რომელიც გახდა მიგრაციის გლობალური კვლევის ნაწილი, ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო საქართველოში საერთაშორისო მოგრაციის განვითარებადი ზემოქმედების შესწავლა. კვლევითმა გუნდმა მოამზადა ანგარიში, რომელშიც საუბარია, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკამ შეამციროს მიგრაციის უარყოფითი გავლენა და გაზარდოს სარგებელი. პროექტი 2 წელი გაგრძელდა და მასში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ISET-ის პროფესორები და სტუდენტები, ისე CRRC-ის ექსპერტები.

შეავსე ფორმა