სიახლეები
სამშაბათი,
27
მაისი,
2025
სამშაბათი,
27
მაისი,
2025
2025 წლის 22-24 მაისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სამი წამყვანი ეკონომისტი – დავით კეშელავა, მარიამ ლობჯანიძე და გიორგი პაპავა – დაესწრნენ პრესტიჟულ Growth Academy 2025-ს, რომელიც მსოფლიო ბანკის, ჩიკაგოს უნივერსიტეტისა და რუმინეთის ეროვნული ბანკის თანაორგანიზებით ჩატარდა ბუქარესტში. ღონისძიებამ ერთ სივრცეში მოუყარა თავი წამყვან აკადემიკოსებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და განვითარების პრაქტიკოსებს ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონიდან.
Growth Academy მთავარ თემა იყო საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა და ეკონომიკური პროდუქტიულობის გაძლიერება, რაც მჭიდრო კავშირშია მსოფლიო განვითარების ანგარიში 2024-ის თემებთან. სამდღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სესიები საწარმოო დინამიზმზე, ადამიანურ კაპიტალსა და ენერგიის როლზე ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში.
ღონისძიებაზე მთავარი გამომსვლელები იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები, მათ შორის, პროფ. ფილიპ აგიონი (INSEAD, ლონდონის ეკონომიკის სკოლა და კოლეჟ დე ფრანსი), რომელმაც საინტერესო ლექცია წაიკითხა "შემოქმედებითი განადგურების ძალაზე", რომლის მთავარი თემაც იყო ინოვაციურ ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების მნიშვნელობა. პროფ. უფუქ აქჯიღითი (ჩიკაგოს უნივერსიტეტი), რომელიც Growth Academy-ის თანა-დირექტორია, უძღვებოდა დისკუსიებს ზრდის მიკროდაფუძნებებსა და ქვეყნების რეფორმების გამოცდილებებზე.
სხვა გამორჩეული სპიკერები იყვნენ: დრ. ინდერმიტ გილი (მსოფლიო ბანკი), დრ. ნორმან ლოაიზა (მსოფლიო ბანკი), დრ. სომიკ ლალი (მსოფლიო ბანკი), პროფ. ხავიერ მირანდა (ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი) და დრ. ივაილო იზვორსკი (მსოფლიო ბანკი) და სხვ.
ISET-ის კვლევით ინსტიტუტის გუნდი აქტიურად მონაწილეობდა სესიებში და ჩართული იყო რეგიონის პოლიტიკური პერსპექტივების განხილვაში. დავით კეშელავამ, მარიამ ლობჯანიძემ და გიორგი პაპავამ ისაუბრეს ISET-ის კვლევითი ინსტუტის ჩართულობაზე რეგიონულ პოლიტიკურ დიალოგებში და ორგანიზაციის ინტერესზე პროდუქტიულობის, ზრდისა და ECA რეგიონში საშუალო შემოსავლების ეკონომიკების წინაშე მდგარი გამოწვევების მიმართ ახალ მიდგომებზე.
ღონისძიება დასრულდა პრაქტიკული პოლიტიკური რეკომენდაციების შემუშავებითა და რეგიონულ თანამშრომლობის შეთანხმებით, რომლის მიზანიც ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა.