შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შრომის ბაზრის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე დისკუსიას უმასპინძლა
პარასკევი, 01 მარტი, 2024

1 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლეს თემაზე „შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელიც ბათუმში ჩატარდა.

ღონისძიებაზე საორსამ და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრმა წარადგინეს ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც განხილულია საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებული გამოწვევები აჭარის რეგიონის მაგალითზე, არსებული მდგომარეობა და შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები. ავტორებმა მიმოიხილეს საერთაშორისო გამოცდილებაც, რის საფუძველზეც წარმოადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები.

პოლიტიკის დოკუმენტი „შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები“ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და კერძო სექტორის ასოციაციების ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერების საგრანტო აქტივობის ფარგლებში, საოორსასა და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრთან (ICDC) თანამშრომლობითა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით შემუშავდა.

შეავსე ფორმა