შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საჯარო ღონისძიებაზე მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი წარადგინა
ხუთშაბათი, 21 მარტი, 2024

21 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საჯარო პრეზეტაციას „პოლარიზაცია ვნებს“, სადაც დამსწრე საზოგადოებას მედიის პოლარიზაციის კვლევის შედეგები წარუდგინა. შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებაზე ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა წარადგინა ახალი ინსტრუმენტი - მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი, რომელიც ზომავს ქართული მედია სივრცის პოლარიზაციის დონეს 2020 წლიდან.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, შვედეთის ელჩმა საქართველოში, ანა ლიბერგმა, და ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

პოლარიზაციის გავლენასა და მის შედეგებზე ისაუბრეს ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარებმა, პროფ. ჯენიფერ მაკკოიმ, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის არარეზიდენტმა მეცნიერმა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა, და პროფ. ჯენიფერ ბრიკ მურთაზაშვილმა, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის არარეზიდენტმა მეცნიერმა და პიტსბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, დავით კეშელავამ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი, რომელიც გამოიყენება როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის საზომი, რომელიც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პოლარიზაციის ტენდენციების გასაგებად და შესაფასებად.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, თემაზე „ევროპული და ქართული კვლევითი ორგანიზაციების პოზიციები მედია პოლარიზაციაზე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნატალი საბანაძემ, უფროსი მკვლევარი, Chatham House-ის უფროსმა მკვლევარმა, თინათინ ახვლედიანმა, CEPS-ი მკვლევარმა, მაია მიქაშავიძემ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მედიისა და კომუნიკაციის პროფესორი და ინტერნიუსის ქსელის დირექტორმა, თეონა მაჭარაშვილმა Caucasus Open Space-დან, და კორნელი კაკაჩიამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა. პანელური დისკუსიის მოდერატორი იყო თამარ სულუხია, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

პანელური დისკუსიის მონაწილეებმა სიღრმისეულად ისაუბრეს, თუ როგორ უარყოფითად მოქმედებს მაღალი პოლარიზაცია ქართველ საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე  და რამდენად მნიშვნელოვანია მისი შემცირება.

შეავსე ფორმა