შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ტურიზმში ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევებზე დისკუსიას უმასპინძლა
სამშაბათი, 13 თებერვალი, 2024

13 თებერვალს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლეს თემაზე: ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები და პერსპექტივები ტურიზმის ინდუსტრიაში.

ღონისძიებაზე ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ (EBA) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ (GFMTA) ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინეს, რომელშიც განხილულია საქართველოში ტურიზმის სექტორის გაციფრულების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, საერთაშორისო გამოცდილება და ევროკავშირის ქვეყნებში ტურიზმის გაციფრულების მხარდაჭერის პოლიტიკა, რის საფუძველზეც შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები.

ტურიზმის სექტორის განვითარება მნიშვნელოვანად არის დამოკიდებული ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისა და სერვისების გაციფრულების პროცესის ეფექტიანად წარმართვაზე, ამიტომ პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია ინდუსტრიაში ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევების ანალიზი და შესაბამისი საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის, იდენტიფიცირებული გამოწვევების საპასუხოდ, რეკომენდაციების შემუშავება.

პოლიტიკის დოკუმენტი „ტურიზმის ინდუსტრიაში ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები და პერსპექტივები“ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და კერძო სექტორის ასოციაციების ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერების საგრანტო აქტივობის ფარგლებში, ევროპული ბიზნეს ასოციაციასა (EBA) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციასთან (GFMTA) ურთიერთთანამშრომლობითა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით შემუშავდა.

შეავსე ფორმა