შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა აშშ-ს, სამხრეთ კორეასა და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ეკონომიკურ ზეგავლენაზე მომზადებული კვლევა წარადგინა
პარასკევი, 26 იანვარი, 2024

26 იანვარს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა, რომელზეც ინსტიტუტის მიერ მომზადებული ახალი კვლევა წარადგინა, სახელწოდებით: „რა სარგებელს მიიღებს საქართველო აშშ-სთან, სამხრეთ კორეასა და ინდოეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობი შეთანხმებებით?“.

დისკუსიაზე მოწვეულმა ექსპერტებმა, გიორგი პაპავამ (საქართველო), დევიდ ტარმა (აშშ) და ვერონიკა მოვჩანმა (უკრაინა) სიღრმისეულად ისაუბრეს კვლევის დასკვნებზე. კვლევამ აქცენტი გააკეთა სპეციალურად საქართველოსთვის შემუშავებულ გამოთვლით საერთო წონასწორობის მოდელზე. ამ მოდელმა საშუალება მისცა კვლევის ავტორებს, შეეფასებინათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ინდოეთსა და სამხრეთ კორეასთან ახალი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების (FTA) პოტენციური ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკაზე.

კვლევა სცილდება ტარიფების გაუქმების სტანდარტული ანალიზის ფარგლებს და მოიცავს პოტენციური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებულ სიღრმისეულ ელემენტებს. ეს ელემენტები შეიძლება იყოს დროსთან დაკავშირებული სავაჭრო ხარჯების შემცირება, საქონელზე არასატარიფო ბარიერების შემცირება და ბარიერების შემცირება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა (FDI) და ტრანსსასაზღვრო ბიზნეს სერვისებზე.

მრგვალი მაგიდის დისკუსიამ დამსწრეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციურ სარგებელზე და მისცა მათ პლატფორმა ღია დისკუსიისთვის. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აგრძელებს აქტიურ მუშაობას ეკონომიკურ კვლევებსა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ირგვლივ დისკუსიებს.

შეავსე ფორმა