შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საზოგადოებას სომხეთისა და საქართველოს საექსპორტო გადაწყვეტილებებზე ჩატარებული კვლევა წარუდგინა
სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2023

12 დეკემბერს გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგინა სომხეთსა და საქართველოზე ჩატარებული კვლევა: „სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის განსხვავებული გზები: შედეგები ექსპორტის სოფისტიკაციის  და დივერსიფიკაციის მიმართულებით“.

კვლევა ერთობლივად წარადგინეს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ, და სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ვარდან ბაღდასარიანმა.

კვლევა მიზნად ისახავდა სომხეთისა და საქართველოს მიერ მიღებული ეკონომიკური ინტეგრაციის გადაწყვეტილებების ზეგავლენის შეფასებას მათ ექსპორტის მახასიათებლებზე. 2013-2014 წლებში სომხეთსა და საქართველოს თითქმის იდენტური ეკონომიკური მიღწევები ჰქონდა, თუმცა ამ პერიოდში ამ ქვეყნებმა განსხვავებული არჩევანი გააკეთეს: საქართველომ ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, სომხეთმა კი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაცია აირჩია. შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ექსპორტის განვითარებასა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციის დონე 2015 წლიდან დღემდე უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა, სომხეთში კი მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება.

პრეზენტაცია დასრულდა კომენტარებითა და ღია დისკუსიით.

შეავსე ფორმა