შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაინტერესებულ მხარეებს საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის რისკების კვლევის შედეგები წარუდგინა
სამშაბათი, 03 ოქტომბერი, 2023

3 ოქტომბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და Zinc Network-მა უმასპინძლეს საჯარო პრეზენტაციას, რომელზეც ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის ფაქტორებით გამოწვეული რისკების კვლევის შედეგები წარადგინა. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მომზადებულ კვლევაში შეისწავლა ის პოტენციური რისკები, რომლებიც ასოცირებულია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში რუსეთის მოქალაქეების ან რუსი კომერციული სუბიექტების მიერ ბიზნეს აქტივების ფლობასთან. კერძოდ, ანგარიშში შეფასებულია ის საფრთხეები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის მიერ ბიზნეს აქტივების ფლობას რვა სექტორში: ელექტროენერგია, ნავთობი და ბუნებრივი აირი, კომუნიკაციები, სამთო მოპოვება და მინერალური წყლები, ტურიზმი, საბანკო, სამშენებლო და ტრანსპორტირების სექტორები.

რელევანტური საერთაშორისო ლიტერატურის მიმოხილვისა და ჩატარებული ხარისხობრივი გამოკითხვების შედეგად, ანგარიშში დასახელებულია ექვსი საფრთხე, რომლებიც შესაძლოა ასოცირდებოდეს მიმოხილულ სექტორებში რუსული კაპიტალის მაღალ კონცენტრაციასთან. გარდა ამისა, კვლევაში წარმოდგენილია რისკების მართვის შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი და შემოთავაზებულია რეკომენდაციები დასახელებული საფრთხეების შესამცირებლად.

შეავსე ფორმა