შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

პროექტ რეფორმეტრის კოორდინატორი
სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2023

პოზიცია: პროექტ რეფორმეტრის კოორდინატორი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 სექტემბერი, 2023 წ.

ReforMeter ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტია, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია რეფორმების პროგრესის შეფასება პოლიტიკის შემუშავებისა და საჯარო დიალოგისთვის, რაც ხელს უწყობს რეფორმების პრიორიტეტებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ინფორმირებულ დებატებს, ზრდის ანგარიშვალდებულებასა და უზრუნველყოფს მთავრობას, კერძო სექტორსა და საზოგადოებას შორის ნდობის ჩამოყალიბებას. პროექტის პირველი ფაზა 2015-1019 წლებში განხორციელდა, მეორე ფაზა კი 2021-2024 წლებში ხორციელდება.

პროექტის კოორდინატორის ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტებისა და საინფორმაციო აქტივობების მართვა;
  • რეფორმეტრის პროექტის მენეჯერთან ერთად დაბრკოლებების მართვა და პროექტის პროგრესის მონიტორინგი;
  • კლიენტებთან ურთიერთობა და პროექტის განხორციელების პროცესში მათი საჭიროებების დაკმაყოფილება;
  • პროექტის მენეჯერთან ერთად შიდა გუნდში დავალებების განაწილება და განრიგის მართვაში მონაწილეობა;
  • სამიზნე რეფორმებზე საჯარო-კერძო დიალოგების, საინფორმაციო შეხვედრებისა და წლიური ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • რეფორმეტრის ინსტრუმენტზე საინფორმაციო ვიდეოებისა და სხვა საინფორმაციო მასალების (ბროშურები, საინფორმაციო ბუკლეტები) მომზადებაში მონაწილეობა;
  • რეფორმეტრის კვლევითი გუნდის მიერ მომზადებული მასალების გამოყენებით პროექტის ვრცელი დოკუმენტაციის, გეგმებისა და ანგარიშების, მათ შორის რეფორმების შეფასებითი ანგარიშების, ღონისძიებების მემოების, კვარტლური და წლიური პროგრესის ანგარიშების მომზადება და განახლება;
  • სტანდატებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
  • დაინტერესების შემთხვევაში, რეფორმეტრის მეთოდოლოგიის შესაბამისად რეფორმის შეფასების ჩატარებასა და სხვადასხვა კვლევით პროექტში მონაწილეობა;
  • ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სხვა კვლევით აქტივობებში მონაწილეობა.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

  • ძლიერი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • ინგლისური და ქართული ენების ცოდნა უმაღლეს დონეზე (როგორც სასაუბრო, ისე წერილობითი);
  • წერილობით და სასაუბრო კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel, MS PowerPoint) ცოდნა;
  • თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების ჩატარების უნარი ჩაითვლება უპირატესობად.

განათლება:

  • მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკის, მენეჯმეტისა და სხვ. მიმართულებით.

გამოცდილება:

  • პროექტის კოორდინატორისა და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმუმ 5-წლიანი პროფესიული მუშაობის გამოცდილება.

დაგვიკავშირდით:

განაცხადების განხილვა დაიწყება მიღებისთანავე და გაგრძელდება შესაბამისი კადრის აყვანამდე. გთხოვთ, რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected]. წერილის სათაურში მიუთითეთ: “ReforMeter Project Coordinator”. გასაუბრებისთვის მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 სექტემბერი, 2023 წ.

შეავსე ფორმა