შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შერჩეული სექტორებისა და ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის შედეგები წარადგინა
ხუთშაბათი, 06 ივლისი, 2023

6 ივლისს, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, PMC კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის "სექტორებისა და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის" ფარგლებში, 2022 წლის ანალიტიკური ანგარიში წარუდგინა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს, სექტორული ასოციაციაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

აღნიშნული ანგარიში მიმოიხილავს ეკონომიკურ ტენდენციებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკის შემდეგ სექტორებში: მსუბუქი მრეწველობა, მყარი ნარჩენების მართვა, ტურიზმი, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები და გამჭოლი სექტორები.

კვლევის მიგნებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია აღნიშნულ ბმულზე.

შეავსე ფორმა