შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) შენობების სექტორში
პარასკევი, 16 ივნისი, 2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მდგრადი განვითარების ცენტრის „რემისიას“ორგანიზებით, 2023 წლის 16 ივნისს სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა შენობების სექტორში კლიმატის მწვანე ფონდისთვის (GCF) მომზადების პროცესში მყოფი კონცეფცია „საჯარო შენობების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია საქართველოში“.

„რემისიის“ პარტნიორი ორგანიზაციის შპს. „ესკო-ეს“ ის შენობების სექტორის ექსპერტმა, არჩილ პაპავამ წარადგინა კლიმატის მწვანე ფონდში (GCF) წარსადგენი კონცეფცია და მის ფარგლებში განხილული ტექნოლოგიები. როგორიცაა: შენობების გარსის თბური იზოლაცია, თბური ტუმბოები, მზის კოლექტორები, სავენტილაციო სისტემები და ა.შ.

კონცეფციებზე დაყრდნობით ჩატარდა გაერთიანებული ჯგუფური სამუშაოები, სადაც შეხვედრის მონაწილეებს დაევალათ შენობების სექტორში დამატებითი ბარიერებისა და ბარიერების მოხსნის გზების იდენტიფიცირება, მხარდაჭერის საჭიროებებისა და პროექტის აქტვივობების განხილვა.

შეხვედრის ბოლოს მდგრადი განვითარების ცენტრი-რემისიას ექსპერტმა, მედეა ინაშვილმა ჩაატარა პრეზენტაცია „შენობების სექტორში არსებული დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და მათი ურთიერთ თანამშრომლობა, მათ შორის პარტნიორობის გაძლიერების რეკომენდაციები“. 

პრეზენტაციის შემდგომ კი მონაწილეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, რომელიც მიზნად ისახავდა შენობების სექტორში იდენტიფიცირებული დაინტერესებული მხარეების, დაინტერესებულ მხარეებს შორის პარტნიორობის პროცესში არსებული საჭიროებების შეფასებას, პარტნიორობის გაძლიერების რეკომენდაციებსა და  განხილული ტექნოლოგიების გენდერზე გავლენის განხილვას.

შეავსე ფორმა