შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) ტრანსპორტის სექტორში
ოთხშაბათი, 14 ივნისი, 2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მდგრადი განვითარების ცენტრის „რემისიას“ორგანიზებით, 2023 წლის 14 ივნისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც განიხილა ტრანსპორტის სექტორში კლიმატის მწვანე ფონდისთვის (GCF) მომზადების პროცესში მყოფი კონცეფციები.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის “საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასებისა და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადების/TNA”-ის ფარგლებში, რომელსაც კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) აფინანსებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრადი განვითარების გრძელვადიანი მიზნებისა და ვალდებულებების განხორციელებას, მწვანე ბიზნესის ზრდის წახალისებას, სათბურის გაზების ემისიების შემცირებას და ქვეყნის ეკონომიკის, სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობის გაძლიერებას.

აღნიშნული აქტივობის ფარგლებში დაგეგმილია ჯამში 4 სამუშაო შეხვედრის ჩატარება პრიოტიტეტულ სექტორებში (შენობები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ენერგიის გენერაცია და მიწოდება). აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მოხდება პროექტის ფარგლებში მომზადებული კონცეფციების განხილვა და წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის, პარტნ

ტრანსპორტის სექტორისთვის მიძღვნილ სამუშაო შეხვედრაზე მოხდა კლიმატის მწვანე ფონდში წარსადგენი 2 კონცეფციის განხილვა: ელექტრომანქანების განვითარება საქართველოში და ბიოსაწვავის წარმოების მასშტაბების გაზრდა. 

„რემისიას“ დირექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა- ანა სიხარულიძემ წარადგინა კლიმატის მწვანე ფონდში (GCF) წარსადგენი კონცეფცია „ელექტრომობილობა“. 

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო მეორე კონცეფციის განხილვას,რომელიც მოიაზრებს ბიოსაწვავის წარმოების გაზრდას საქართველოში. 

კონცეფციებზე დაყრდნობით ჩატარდა გაერთიანებული ჯგუფური სამუშაოები, სადაც შეხვედრის მონაწილეებს დაევალათ ელექტრომანქანებთან და ბიოსაწვავის საქართველოში წარმოებასთან დაკავშირებული დამატებითი ბარიერებისა და ბარიერების მოხსნის გზების იდენტიფიცირება, მხარდაჭერის საჭიროებისა და პარტნიორობის გაძლიერების განხილვა.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო პრეზენტაციას „ტრანსპორტის სექტორში არსებული დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და თანამშრომლობა და მათ შორის პარტნიორობის გაძლიერების რეკომენდაციები“, რომელიც მდგრადი განვითარების ცენტრი-რემისიას ექსპერტმა, მედეა ინაშვილმა ჩაატარა. პრეზენტაციის შემდგომ კი მონაწილეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, რომელიც მიზნად ისახავდა ტრანსპორტის სექტორში იდენტიფიცირებული დაინტერესებული მხარეების, დაინტერესებულ მხარეებს შორის პარტნიორობის პროცესში არსებული საჭიროებების შეფასებას,პარტნიორობის გაძლიერების რეკომენდაციებსა და  განხილული ტექნოლოგიების გენდერზე გავლენის განხილვას.

შეავსე ფორმა