შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

რეფორმეტრმა ტურიზმის რეფორმაზე საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა
ხუთშაბათი, 18 მაისი, 2023

18 მაისს რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო. ტურიზმის რეფორმის შეფასება მოიცავს ტურიზმის კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე კოორდინაციის უზრუნველყოფას, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებების განვითარებას, ტურისტული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, მომხმარებელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტის განვითარებას.

რეფორმის პროგრესსა და მის მიმდინარეობაზე ისაუბრეს რეფორმის განმახორციელებელი თუ ჩართული სხვადასხვა უწყებისა და ინსტიტუციის წარმომადგენლებმა, კერძოდ: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, მედეა ჯანიაშვილმა, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელმა, ნატალია ბახტაძემ, და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა.

ტურიზმის რეფორმის შეფასების ობიექტური ინდიკატორები წარადგინა ელენე ცხომელიძემ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და რეფორმეტრის მკვლევარმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეფორმის დამნერგავი და განმახორციელებელი უწყებების, პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრაზე შეკრებილმა მხარეებმა იმსჯელეს რეფორმის მიმდინარეობაზე პრაქტიკაში. ღონისძიება საჯარო-კერძო დიალოგითა და დაინტერესებულ მხარეთა მიერ რეფორმის ანონიმური, რაოდენობრივი შეფასებით დასრულდა.

შეავსე ფორმა