შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევით ინსტიტუტი გორში მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდა
ოთხშაბათი, 15 მარტი, 2023

15 მარტს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, გორში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია განვითარების პოლიტიკის შემუშავების პროცესში მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევები, მექანიზმები და ინსტრუმენტები.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ISET-ის კვლევითი გუნდის წარმომადგენლმა, სალომე დეისაძემ, ღონისძიების მონაწილეებს ISET-ის კვლევით ინსტიტუტის ერთ-ერთი უახლესი პროდუქტი – გენდერული თანასწორობის ინდექსი გააცნო, რომელიც აფასებს, როგორია გენდერული თანასწორობისადმი პროგრესი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რომელთა შორისაცაა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ინდექსი ეფუძნება ევროკავშირის სტანდარტულ მეთოდოლოგიას, თუმცა ითვალისწინებს რეგიონულ კონტექსტსაც. თავისი გამოსვლის მეორე ნაწილში სალომემ ისაუბრა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთ რეგულარულ პროდუქტეზე მომხმარებელთა განწყობის ინდექსზე, რომელიც ზომავს იმ ოპტიმიზმის ხარისხს, რომლითაც მომხმარებლები ზოგადად ეკონომიკურ ვითარებას და საკუთად ფინანსურ მდგომარეობას განსაზღვრავენ

გიორგი პაპავამ რეფორმეტრის კვლევითი გუნდიდან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო რეფორმეტრის პლატფორმა – დაგეგმილი თუ მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასების პლატფორმა, რომელსაც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. გიორგიმ ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთაც რეფორმეტრის გუნდი აფასებს და რეგულარულად აქვეყნებს შეფასების ანგარიშებს.

ISET-ის კვლევითი გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, მარიამ წულუკიძემ, ისაუბრა საქართველოში ჰაერის ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. მან წარმოადგინა, რა პოლიტიკის ცვლილებებია საჭირო საქართველოში ჰაერის დაბინძურების პრობლების გადასაჭრელად.

დისკუსიის დროს მონაწილეებმა ისაუბრეს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტებზე, ჩატარებულ კვლევებსა თუ რეგულარულ ინდექსებზეც.

შეავსე ფორმა