თუ ხარ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის ბაკალავრიატის ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და გაინტერესებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, ეს კონკურსი შენთვისაა.
პროექტი „რეფორმეტრი“ გთავაზობს, შეარჩიო შემოთავაზებული ოთხი ეკონომიკური რეფორმიდან (ელექტრონული კომერციის რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, წყლის რესურსების მართვის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა) ერთ-ერთი და მის შესახებ ანალიტიკური ბლოგი დაწერო. სანაცვლოდ კი სასურველი პრიზი მოიგო.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:
- კონკურსისთვის დარეგისტრირდე 25 დეკემბრის ჩათვლით
- აირჩიო შენთვის საინტერესო ეკონომიკური რეფორმა და დაწერო ბლოგი მის შესახებ. პროექტის ფარგლებში შერჩეული ეკონომიკური რეფორმებია:
- გამოგვიგზავნო შენი ბლოგი 2023 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: [email protected]
კონკურსის ეტაპებია:
- ეტაპი - რეგისტრაცია: 25 დეკემბრის ჩათვლით „რეფორმეტრის“ გუნდი პროექტში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციებს მიიღებს
- ეტაპი - პროექტის მონაწილე სტუდენტები 15 თებერვლის ჩათვლით შექმნიან ანალიტიკურ ბლოგს მათ მიერ შერჩეული ეკონომიკური რეფორმის შესახებ და პროექტის გუნდს გაუზიარებენ
გამოგზავნილი ბლოგები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- შინაარსი და ადეკვატურობა:
- რამდენად თანხვედრაშია ბლოგი შერჩეულ რეფორმასთან?
- რამდენად აქტუალურია რეფორმის ის ნაწილი, რომელზეც ბლოგია შესრულებული?
- რამდენად ანალიტიკურია ავტორის მიდგომა შერჩეული საკითხის განხილვისას?
- რამდენად თანხვედრაშია ბლოგი შერჩეულ რეფორმასთან?
- ორიგინალურობა
- რამდენად ორიგინალურად განიხილავს ავტორი შერჩეულ საკითხს?
- რამდენად ორიგინალურად განიხილავს ავტორი შერჩეულ საკითხს?
- სტილი:
- რამდენად თანმიმდევრულია ბლოგი?
- იყენებს თუ არა ავტორი დამხმარე მასალას (მაგ. სათანადო ლიტერატურა, მონაცემები)?
- რამდენად იცავს ბლოგი აკადემიურ ნორმებს?
- რამდენად თანმიმდევრულია ბლოგი?
პროექტის საპრიზო კატეგორიებია:
- შერჩეული რეფორმისთვის თემატური საგანმანათლებლო კურსის დაფინანსება
- შერჩეული რეფორმისთვის თემატურ საგანმანათლებლო რესურსზე წვდომის (მაგ. საერთაშორისო ჟურნალის ან ციფრული პლატფორმის გამოწერის) დაფინანსება
- ISET-ის კვლევით ინსტიტუტში, პროექტ „რეფორმეტრის“ განმახორციელებელ გუნდში სტაჟირება
კონკურსის შედეგად გამოვლინდება ორი გამარჯვებული.
პროექტ "რეფორმეტრს" ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. "რეფორმეტრის" მიზანია შერჩეული ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი, რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და რეფორმის განმახორციელებელი სამთავრობო უწყებების მხარდაჭერა რეფორმის ცნობადობის და ეფექტიანობის ასამაღლებლად.
მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.