სიახლეები
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შემოქმედებით ინდუსტრიებზე ჩატარებული კვლევა წარადგინა

მარიამ კაცაძემ და გიორგი პაპავამ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კვლევითი გუნდიდან, თბილისი რუმსში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკონომიკური განზომილების შეფასების შედეგები.
კვლევა ჩაატარა სსიპ შემოქმედებითმა საქართველომ, იუნესკოს საერთაშორისო მრავალფეროვნების ფონდის (IFCD) მიერ დაფინანსებულ პროექტის "შემოქმედებითი გარდასახვის" ფარგლებში.
პროექტის გრძელვადიანი მიზანია შემოქმედებითი ეკონომიკის გაძლიერება, ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა და მისი, როგორც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის პოტენციალის გამოყენება.