შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ალბერტ პარკი, ADB-ის ეკონომიკის სპიკერი ISET-ს ესტუმრა
ორშაბათი, 12 სექტემბერი, 2022

12 სექტემბერს ISET-მა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მთავარი ეკონომისტს, ბატონ ალბერტ პარკს უმასპინძლა. საჯარო ლექციაზე ბატონმა პარკმა ისაუბრა თემაზე „ტექნოლოგიები, გლობალიზაცია და განვითარებად ბაზრებზე სამუშაოს ბუნების ცვალებადობა“. კვლევის შედეგებზე საუბრისას, ბატონმა პარკმა მიმოიხილა, როგორ მოქმედებს გლობალიზაცია და ტექნოლოგიური პროგრესი სამუშაო ძალის უნარ-ჩვევებსა და დასაქმებაზე განვითარებად ბაზრებზე. ბატონმა პარკმა მსოფლიო რუკაზე საქართველოს პოზიციაზეც ისაუბრა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ეს ბატონი პარკის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში ADB-ის ეკონომიკური სპიკერის რანგში. იგი ბანკის ეკონომიკური კვლევებისა და რეგიონული თამანშრომლობის (ERCD) დეპარტამენტსაც ხელმძღვანელობს, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებს აქვეყნებს, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური მიმოხილვა, აზიის ეკონომიკური ინტეგრაციის ანგარიში, Asia Bond Monitor, აზიისა და წყნარი ოკეანეთის ძირითადი ინდიკატორები და სხვ.

შეავსე ფორმა