17 თებერვალს რეფორმეტრმა მორიგ კერძო-საჯარო დიალოგს უმასპინძლა, რომელიც ამჯერად ელექტრონული კომერციის რეფორმის წარდგენას დაეთმო.
ღონისძიებაზე განხილულ იქნა ის საკითხები, გამოწვევები და რეკომენდაციები, რაც საქართველოს ელექტრონული კომერციის პოლიტიკის შექმნის წინაპირობა გახდა. დიალოგის მონაწილეებმა ელექტრონული კომერციის რეფორმის საკანონმდებლო ბაზაში შეტანილი ცვლილებებიც განიხილეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ელექტრონული კომერციის კანონპროექტი წარადგინა, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი, საქპატენტის წარმომადგენლებმა კი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონი და ამ კანონებში შეტანილი ცვლილებები მიმოიხილეს.
მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული კომერციის რეფორმამ უნდა გაზარდოს სექტორის ზოგადი სანდოობა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას და საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოტენციალის გაფართოებას.