შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის დირექტორი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ვორკშოპზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიას დაეთმო
ოთხშაბათი, 02 თებერვალი, 2022

2 თებერვალს ISET-ის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორია წარადგინა ვორკშოპზე, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – აზერბაიჯანის, მოლდავეთის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ესწრებოდნენ. საგზაო უსაფრთხოების რეგიონული ვორკშოპი მსოფლიო ბანკის ორგანიზებითა და ევროკომისიის მხარდაჭერით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიას საქართველო უმასპინძლებს, სამდივნო კი ISET-ის კვლევით ინსტიტუტში იქნება. პროექტის პარტნიორი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის აღმოსავლეთის ალიანსია (EAASST/დიდი ბრიტანეთი).

აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიასა და ვორკშოპს რეგიონის ხუთივე ქვეყნის მონაწილეები ესწრებოდნენ, განვითარების პარტნიორებმა და ორგანიზატორებმა კი აიღეს ვალდებულება, ერთად იმუშაონ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, საგზაო შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირებასა და რეგიონში უსაფრთხო მოძრაობის პრაქტიკის განვითარებაზე.

შეავსე ფორმა