შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

მედიატორი – ტრენინგის პირველი მოდული დასასრულს უახლოვდება
პარასკევი, 28 იანვარი, 2022

მედიატორის ტრენინგის პირველი მოდული „ეკონომიკური საკითხების გაშუქება“ დასასრულს უახლოვდება. ამ მოდულს მაკა ანთიძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც ჟურნალისტური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„ეკონომიკური საკითხების გაშუქება“ მედიატორის პროექტის პირველი ტრენინგ-მოდული იყო, რომლის ფარგლებშიც ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტები ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხების გაშუქების პრინციპებსა და ძირითად სტანდარტებს გაეცნენ. მოდული მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტსაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებით უნდა მოამზადონ ჟურნალისტური ნამუშევრები. ტრენინგის მონაწილეები ამ მიმართულების ექსპერტებსაც შეხვდნენ: გიორგი გურგენიძეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, და გიორგი ამზაშვილს, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველს კაპიტალის ბაზრების მიმართულებით.

მედიატორის ტრენინგების სერია აპრილამდე გაგრძელდება. მონაწილე ჟურნალისტები კიდევ ორ ტრენინგ-მოდულს დაესწრებიან: „ახალი მედია“, რომელსაც ფორბს საქართველოს აღმასრულებელი რედაქტორი და ბი-ემ-ჯის საავტორო გადაცემის წამყვანი, ელენე კვანჭილაშვილი, გაუძღვება, და „მონაცემთა ჟურნალისტიკა“, რომელსაც iFact-ის თანადამფუძნებელი და რედაქტორი, ნინო ბაქრაძე, გაუძღვება. ტრენინგების კომპონენტის დასრულების შემდეგ მონაწილე ჟურნალისტები ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებთან ერთად ბლოგებს დაწერენ.

მეტი ინფორმაციისთვის იხ. მედიატორის პლატფორმა.

შეავსე ფორმა