სიახლეები
ტრენინგი მწვანე ეკონომიკაში ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის
ოთხშაბათი,
20
ოქტომბერი,
2021
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ტრენინგების პირველ სერიას მწვანე ეკონომიკაში ჟურნალისტებისათვის.
კურსში მონაწილეობა უფასოა. გვსურს განსაკუთრებით წავახალისოთ ჟურნალისტები და სტუდენტები, რომლებიც რეგიონებში მუშაობენ, ასევე, ქალები და უმცირესობების წარმომადგენლები.
კურსის ხანგრძლივობა: 18 საათი, 22 ნოემბერი - 27 დეკემბერი, 2021.
ლექციები ჩაიწერება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა სესიის შემდგომ.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ მწვანე ეკონომიკაში ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.