შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

აპრილი 2023 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
05 ივნისი 2023

2023 წლის აპრილში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,249 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 11%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის აპრილში სრული წარმოება 1,125 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (+5%), თბოელექტროსადგურებისა (+181%) ქარის ელექტროსადგურების (+38%) გამომუშავების ზრდამ განაპირობა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 23%-ით გაიზარდა (2023 წლის მარტში სრული წარმოება 1,019 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა ჰიდროელექტროსადგურებისა (+42%) და ქარის ელექტროსადგურების (+29%) გამომუშავების ზრდამ გამოიწვია, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (-53%) გამომუშავება შემცირდა.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,037 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (10%-ით ნაკლები 2022 წლის აპრილთან შედარებით და 7%-ით ნაკლები 2023 წლის მარტთან შედარებით). 2023 წლის აპრილში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 212 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 17%-სა და სრული მოხმარების 20%-ს შეადგენდა (2022 წლის აპრილში წარმოებასა და მოხმარებას შორის დეფიციტმა 30 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში, როგორც სრული წარმოების, ასევე მოხმარების დაახლოებით 3%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა