შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მარტი 2023 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
27 აპრილი 2023

2023 წლის მარტში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,019 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 5%-იან კლებას წარმოადგენს (2022 წლის მარტში სრული წარმოება 1,077 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური კლება თბოელექტროსადგურების (-58%) და ქარის ელექტროსადგურების (-2%) გამომუშავების კლებამ განაპირობა, მაშინ როცა ჰიდროელექტროსადგურების (+41%)  გამომუშავება გაიზარდა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 3%-ით გაიზარდა (2023 წლის თებერვალში სრული წარმოება 987 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (+137%) და ქარის ელექტროსადგურების (+20%) ზრდამ გამოიწვია, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (-68%) გამომუშავება შემცირდა.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,117 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (17%-ით ნაკლები 2022 წლის მარტთან შედარებით და 1%-ით ნაკლები 2023 წლის თებერვალთან შედარებით). 2023 წლის მარტში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 97 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 10%-სა და სრული მოხმარების 9%-ს შეადგენდა (2022 წლის მარტში წარმოებასა და მოხმარებას შორის დეფიციტმა 273 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების დაახლოებით 25%-ს და სრული მოხმარების 20%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა