შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

იანვარი 2022 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
28 თებერვალი 2022

2022 წლის იანვარში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1025 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა (დიაგრამა 1). აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 27%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის იანვარში სრული წარმოება 808 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების ყოველწლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (11%), თბოელექტროსადგურების (49%) და ქარის ენერგიის (30%) წარმოების ზრდამ განაპირობა.

თვიური გამოთვლებით წარმოება, დაახლოებით, 14%-ით შემცირდა (2021 წლის დეკემბერში სრული წარმოება 1193 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა) (დიაგრამა 1). წარმოების ყოველთვიური კლება ჰიდროელექტროენერგიის წარმოების 26%-ით კლებამ განაპირობა, რაც ვერ კომპენსირდა თბო და ქარის ენერგიის წარმოების ზრდით. მათი წარმოება, შესაბამისად, 1%-ით და 23%-ით გაიზარდა.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1373 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (16%-ით მეტი 2021 წლის იანვართან შედარებით და 2%-ით მეტი 2021 წლის დეკემბერთან შედარებით) (დიაგრამა 1). 2022 წლის იანვარში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 349 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 34%-ს შეადგენდა (2021 წლის იანვარში მოხმარებასა და წარმოებას შორის სხვაობამ 374 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობში სრული წარმოების დაახლოებით 46%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა