შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

აპრილი 2024 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
24 მაისი 2024

2024 წლის აპრილში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,085 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 13%-იან კლებას წარმოადგენს (2023 წლის აპრილში სრული წარმოება 1,249 მლნ კვტსთ იყო). წარმოების წლიური კლება ჰესების (-12%), თესების (-25%) და ქარის (-10) სადგურების გამომუშავების კლებამ განაპირობა.

თვიურ ჭრილში წარმოება 4%-ით შემცირდა (2024 წლის მარტში სრული წარმოება 1,130 მლნ კვტსთ-ს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე კლება თბო სადგურების (-81%), ქარის (-4%) და ჰესების (-4%) გამომუშავების კლებამ გამოიწვია.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 995 მლნ კვტსთ შეადგინა (4%-ით მეტი 2023 წლის აპრილთან შედარებით და 16%-ით ნაკლები 2024 წლის მარტთან შედარებით). 2024 წლის აპრილში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 91 მლნ კვტსთ-ით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 8%-სა და სრული მოხმარების 9%-ს შეადგენდა (2023 წლის აპრილში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 212 მლნ კვტსთ-იანი სიჭარბე შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების 17%-ს და სრული მოხმარების 20%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა