2023 წლის დეკემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,166 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 4%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის დეკემბერში სრული წარმოება 1,116 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების ზრდამ (+87%) განაპირობა, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (-45%) და ქარის (-16) სადგურების გამომუშავება შემცირდა.
თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 16%-ით გაიზარდა (2023 წლის ნოემბერში სრული წარმოება 1,003 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა თბო (+4%) და ჰიდრო (+23%) სადგურების გამომუშავების ზრდამ გამოიწვია, მაშინ როცა ქარის ელექტროსადგურების (-1%) გამომუშავება შემცირდა.
ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,219 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (3%-ით ნაკლები 2022 წლის დეკემბერთან შედარებით და 18%-ით მეტი 2023 წლის ნოემბერთან შედარებით). 2023 წლის დეკემბერში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 53 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 5%-სა და სრული მოხმარების 4%-ს შეადგენდა (2022 წლის დეკემბერში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 145 მილიონი კილოვატსაათიანი დეფიციტი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების 13%-ს და სრული მოხმარების დაახლოებით 11%-ს გაუტოლდა).