შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ნოემბერი 2023 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
29 დეკემბერი 2023

2023 წლის ნოემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,003 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 11%-იან კლებას წარმოადგენს (2022 წლის ნოემბერში სრული წარმოება 1,131 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური კლება თბოელექტროსადგურების (-27%) და ქარის (-13) სადგურების გამომუშავების კლებამ განაპირობა, მაშინ როცა ჰიდროელექტროსადგურების (+1%) გამომუშავება გაიზარდა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 4%-ით შემცირდა (2023 წლის ოქტომბერში სრული წარმოება 1,043 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე შემცირება თბო (-15%) და ქარის (-10%) სადგურების გამომუშავების  შემცირებამ გამოიწვია, მაშინ როცა ჰიდროელექტროსადგურების (+4%) გამომუშავება გაიზარდა.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,034 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (8%-ით ნაკლები 2022 წლის ნოემბერთან შედარებით და 5%-ით მეტი 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით). 2023 წლის ნოემბერში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 30 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 3%-სა და სრული მოხმარების 3%-ს შეადგენდა (2022 წლის ნოემბერში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 6 მილიონი კილოვატსაათიანი სიჭარბე შეადგინა, რაც თვის განმავლობაში, როგორც სრული წარმოების, ასევე, სრული მოხმარების დაახლოებით 1%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა