შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

დეკემბერი 2022 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა - წლის შეჯამება
13 თებერვალი 2023

2022 წელს საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 14,247 მლნ. კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლის წლიური გამომუშავების რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 13%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წელს სრული წარმოება 12,645 მლნ. კილოვატსაათი იყო). ელექტროენერგიის წარმოების ყოველწლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (+6%), თბოელექტროსადგურების (+42%) და ქარის ელექტროსადგურების (+5%) მიერ გამომუშავებული ენერგიის წარმოების ზრდამ განაპირობა.

წარმოების უდიდესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე (ჰესი) მოდის. ჰიდროელექტროსადგურებში წარმოებული ელექტროენერგიის წლიურმა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2022 წელს ჰესების მიერ ელექტროენერგიის წარმოება 10,771 მლნ. კილოვატსაათს გაუტოლდა (სრული წარმოების 75.6%); ქარის ელექტროსადგურების წარმოება - 88 მლნ. კილოვატსაათს (სრული წარმოების 0.6%); თბოელექტროსადგურების (თესების) წარმოება - 3,388 მლნ. კილოვატსაათს (სრული წარმოების 23.8%).

შეავსე ფორმა