შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

დეკემბერი 2022 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
30 იანვარი 2023

2022 წლის დეკემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,116 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 6%-იან კლებას წარმოადგენს (2021 წლის დეკემბერში სრული წარმოება 1,192 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური კლება ჰიდროელექტროსადგურების (-39%) გამომუშავების კლებამ განაპირობა, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (+38%) და ქარის ელექტროსადგურების (+50%) გამომუშავება გაიზარდა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 1%-ით შემცირდა (2022 წლის ნოემბერში სრული წარმოება 1,131 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე კლება ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების ზრდამ კლებამ (-33%). ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება 3%-ით, ხოლო თბოელექტროსადგურების გამომუშავება 39%-ით გაიზარდა.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,261 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (6%-ით ნაკლები 2021 წლის ნოემბერთან შედარებით და 12%-ით მეტი 2022 წლის ნოემბერთან შედარებით). 2022 წლის დეკემბერში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 145 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 13%-ს და სრული მოხმარების 11%-ს შეადგენდა (2021 წლის ნოემბერში წარმოებასა და მოხმარებას შორის დეფიციტმა 17 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოებისა და მოხმარების დაახლოებით 1%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა