შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მაისი 2022 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
04 ივლისი 2022

2022 წლის მაისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,461 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 20%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის მაისში სრული წარმოება 1,221 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების გაზრდილმა გამომუშავებამ (+20%) განაპირობა, მაშინ როცა ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება შემცირდა (-9%). აღსანიშნავია, რომ თბოელექტროსადგურების გამომუშავება 0-ს გაუტოლდა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა (2022 წლის აპრილში სრული წარმოება 1,125 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა ჰიდროელექტროსადგურებისა (+34%) და ქარის ელექტროსადგურის წარმოების (+27%) ზრდამ გამოიწვია.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,154 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (9%-ით მეტი 2021 წლის მაისთან შედარებით და, ფაქტობრივად, 2022 წლის აპრილის მონაცემის იდენტური). 2022 წლის მაისში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 307 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 21%-ს შეადგენდა (2021 წლის მაისში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 166 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების დაახლოებით 14%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა