2022 წლის მარტში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1077 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 63%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის მარტში სრული წარმოება 661 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების ყოველწლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (20%) და თბოელექტროსადგურების (182%) გაზრდილმა გამომუშავებამ განაპირობა, მაშინ როცა ქარის ენერგიის წარმოება 20%-ით შემცირდა.
თვიური გამოთვლებით, წარმოება, დაახლოებით, 21%-ით გაიზარდა (2022 წლის თებერვალში სრული წარმოება 890 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა) (დიაგრამა 1). წარმოების თვიური ზრდა ჰიდროელექტროელექტროსადგურების (30%), თბოელექტროსადგურების (12%) და ქარის ენერგიის (31%) წაებმოების ზრდამ გამოიწვია.
ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1350 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (10%-ით მეტი 2021 წლის მარტთან შედარებით და 12%-ით მეტი 2022 წლის თებერვალთან შედარებით) (დიაგრამა 1). 2022 წლის მარტში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 273 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 25%-ს შეადგენდა (2021 წლის მარტში მოხმარებასა და წარმოებას შორის სხვაობამ 566 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების დაახლოებით 86%-ს გაუტოლდა).