შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

თებერვალი 2022 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
30 მარტი 2022

2022 წლის თებერვალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 890 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა (დიაგრამა 1). აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 29%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის თებერვალში სრული წარმოება 692 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების ყოველწლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (24%), თბოელექტროსადგურების (34%), მაშინ როცა ქარის ენერგიის წარმოება 7%-ით შემცირდა ზრდამ განაპირობა.

თვიური გამოთვლებით, წარმოება, დაახლოებით, 13%-ით შემცირდა (2022 წლის იანვარში სრული წარმოება 1024 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა) (დიაგრამა 1). წარმოების ყოველთვიური კლება ჰიდროელექტროელექტროსადგურების (14%), თბოელექტროსადგურების (13%) და ქარის ენერგიის (18%) კლებამ გამოიწვია. 

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1373 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (16%-ით მეტი 2021 წლის თებერვალთან შედარებით და 2%-ით მეტი 2022 წლის იანვართან შედარებით) (დიაგრამა 1). 2022 წლის თებერვალში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 349 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 34%-ს შეადგენდა (2021 წლის თებერვალში მოხმარებასა და წარმოებას შორის სხვაობამ 374 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობში სრული წარმოების დაახლოებით 46%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა