შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: ბიზნესის განწყობა წლის ბოლოს გაიზარდა
27 ოქტომბერი 2025

2025 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 9.0 პუნქტით გაიზარდა და 7.5-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება სოფლის მეურნეობისა (21.1) და მშენებლობის (18.5) სექტორებში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი კონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2025 წლის III კვარტალთან შედარებით 19.5 პუნქტით გაიზარდა და 2025 წლის IV კვარტლისთვის 2.8-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მშენებლობისა (57.5) და სოფლის მეურნეობის (45.7) სექტორებში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 14.8 პუნქტამდე გაიზარდა. 2025 წლის IV კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი გაუმჯობესება საფინანსო (50.0) და მშენებლობის (22.5) სექტორებში დაფიქსირდა.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 3.1-ით შემცირდა და 19.0 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, მცირედით შემცირდა.

შეავსე ფორმა