შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: აღდგენა (თავი 2)
01 ნოემბერი 2021

2021 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 5.8 პუნქტით შემცირდა და 30.6-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება დაფიქსირდა მშენებლობის (-21.0), მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. BCI-ის უარყოფითი ცვლილება ნაკლებად ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2021 წლის III კვარტალთან შედარებით 17.9 პუნქტით შემცირდა და 2021 წლის IV კვარტლისთვის 28.7-ს მიაღწია. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 2021 წლის III კვარტლის საგრძნობი გაუმჯობესების შემდეგ გაუარესდა და 32.3 პუნქტი შეადგინა. 2021 წლის IV კვარტლისთვის მოლოდინების კლება დაფიქსირდა ყველა სექტორში, გარდა საფინანსო და ვაჭრობის სექტორებისა.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი გაიზარდა 25.7-ით და 44.1 პუნქტს მიაღწია. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების მნიშვნელოვნად გაზრდილი წილი ვარაუდობს ფასების გაზრდას საკუთარ პროდუქტზე. გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი ყველა სექტორშია გაზრდილი.

შეავსე ფორმა