შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: ჯიუტი პესიმიზმი!
04 თებერვალი 2019

2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 22.6 პუნქტამდე შემცირდა, რაც 7.4 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირება განპირობებულია როგორც მოლოდინების, ისე გასული სამი თვის განმავლობაში საქმიანობის გაუარესებით ბიზნესის მრავალ სექტორში. მშენებლობის სექტორებმა ყველაზე პესიმისტურად შეაფასა მიმდინარე საქმიანობა, მაშინ როცა მოლოდინები ამ სექტორში ყველაზე ოპტიმისტურია. მოლოდინების შემცირების მიუხედავად, ბიზნესის ყველა სექტორი ჯერ კიდევ ინარჩუნებს დადებით მოლოდონებს.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას ასახავს, 2019 წლის პირველ კვარტალში 3.6 პუნქტით არის შემცირებული.

ბიზნესის ოპტიმიზმის ინდექსი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და 36.3 პუნქტს შეადგენს. ვაჭრობის სექტორთან ერთად, მომსახურების და სოფლის მეურნეობის სექტორებმა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნეს სექტორის შემცირებულ ოპტიმიზმში. მშენებლობასა და საფინანსო სექტორში მოლოდინები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით შემცირებულია. მომსახურების სექტორი შემდეგ კვარტალში ფასების მნიშვნელოვან შემცირებას მოელის, მაშინ როცა სხვა სექტორებში სავარაუდოა ფასების ზრდა.

მოლოდინები და მიმდინარე მდგომარეობა გაუარესებულია დიდი ზომის კომპანიებისთვის, ხოლო გაზრდილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის.

როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისათვის, საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად მოთხოვნის სიმცირე სახელდება.

შეავსე ფორმა