შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

აგრო მიმოხილვა
გამოცემის მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური მაჩვენებლების მოკლე ანალიზი. გამოცემა ოთხი ნაწილისგან შედგება: სექტორის ბოლოდროინდელი განვითარებების მოკლე მიმოხილვა; ადგილობრივი და საერთაშორისო ფასების მიმოხილვა; ვაჭრობის
მიმოხილვა, სადაც ასახულია საერთო ექსპორტსა და იმპორტში სოფლის მეურნეობის ექსპორტის და იმპორტის წილი; პოლიტიკის მიმოხილვა, რომელიც მთავრობის მიერ სექტორში გატარებული ღონისძიებების მოკლე მიმოხილვას წარმოადგენს.
მეტის ნახვა... დახურვა
ფილტრაცია:
-დან
- მდე
დეკემბერი 2023 | აგრო მიმოხილვა
29 დეკემბერი 2023

ამჟამად მანდარინის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 55 000 ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოყვანილი ციტრუსის 90% მანდარინია, ფორთოხლისა და ლიმონის რაოდენობა კი შედარებით მცირეა.

სექტემბერი 2023 | აგრო მიმოხილვა
29 სექტემბერი 2023

„რთველი 2023“ აგვისტოში დაიწყო. წინა წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა კვლავ ასუბსიდირებს ყურძნის მოსავალს, რათა დაეხმაროს იმ მწარმოებლებს, ვინც უამინდობამ დააზარალა.

ივნისი 2023 | აგრო მიმოხილვა
30 ივნისი 2023

2023 წლის ივნისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა წლიური პუბლიკაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2022“. პუბლიკაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2022 წელს მშპ-ის 7.5% შეადგინა (მუდმივ ფასებში), რაც 2021 წლის მაჩვენებელზე (8%-ზე) ნაკლებია, თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენდა).

მარტი 2023 | აგრო მიმოხილვა
31 მარტი 2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) ბიუჯეტმა 2023 წელს 698,5 მლნ ლარი (10,0 მლნ ლარით ზრდა) შეადგინა. ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდა:

დეკემბერი 2022 | აგრო მიმოხილვა
26 დეკემბერი 2022

საქართველოსთვის თხილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია: 2010-2021 წლებში თხილის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 4.4% შეადგინა (საქსტატი, 2022). 2013 წელს კი, ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია (30 ათასი ტონა).

შეავსე ფორმა